logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: დგას ატომური ომის საფრთხე...
- +

5 მაისი. 2017. 13:00


„მესამე მსოფლიო ომზე საუბარი სულ არის", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.


როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, მსოფლიოში ატომური ომის საფრთხე დგას.



„მესამე მსოფლიო ომზე საუბარი სულ არის, თუმცა, ჩაერთვებიან თუ არა სხვა ქვეყნები, როგორც ორივე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გადანაწილებული იყო ორ ბანაკად, საინტერესოა. აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ დგას ატომური ომის საფრთხე, რადგანაც, თუ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ომი  და გამოყენებული იქნება ატომური იარაღი.

 

საერთოდ, ტრამპს უფრო ხმაურიანი და თამამი განცხადებები ახასიათებს, თუმცა, უფრო ფრთხილია მოქმედებებში. მან გარკვეულ მომენტში დაპირისპირების ესკალაცია შეაჩერა, ამიტომ, ტრამპის მხრიდან უფრო მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა იქნება გამოჩენილი, ვიდრე კორეის მხრიდან, მათთან პოლიტიკაზე ლაპარაკი შეუძლებელია", - აცხადებს საყვარელიძე.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner