„ვეცდები "ეროვნულ ფორუმს" პოლიტიკურ კამპანიასა თუ ორგანიზაციულ საკითხებში დავეხმარო და მაინც და მაინც საპარლამენტო სიაში არ ვეძებო ადგილი", - განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"საპარლამენტო სია პარტიული ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით შედგება. ვფიქრობ, ჩვენთან საკმარისი რაოდენობაა ადამიანებისა, რომელთა შემადგენლობითაც შეიძლება საპარლამენტო სია დაკომპლექტდეს. მაქსიმალურად ვეცდები, მე თვითონ თავი ავარიდო ამ საპატიო ვალდებულებას. პარტიაში საქმე ისადაც ბევრი იქნება - ვეცდები, იქნება ეს პოლიტიკური კამპანია თუ ორგანიზაციული საკითხები, პარტიას მივეხმარო და მაინც და მაინც საპარლამენტო სიაში არ ვეძებო ადგილი", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა შარტავამ.
"ეროვნულმა ფორუმი" არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.