logo_geo
eng_logo
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომა დაიხურა
- +

5 მაისი. 2017. 13:38


მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი დაიხურა.


ბრალდების მხარე საჯარო რეჟიმში საქმის განხილვას დაუშვებლად მიიჩნევდა. განსხვავებით დაცვის მხარისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა საზოგადოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.  საბოლოოდ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


შუამდგომლობის საფუძველი გახდა პროცესში მონაწილე პირების მიმართ გამოყენებული დაცვის რეჟიმი, უსაფრთხოების ფაქტორი და გარკვეული პირების პერსონალური, პირადი ინფორმაციის არსებობა.


გარდა ამისა, ბრალდების მხარის მტკიცებით, სხდომის საჯაროობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ცალკე წარმოებად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და სავარაუდო თანამზრახველების დადგენას.


ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საჯაროდ განხილვით შესაძლოა ზიანი მიადგეს მორწმუნე ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, აზარალოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ეროვნული უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების ინტერესები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner