logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღადგენს!
- +

3 აპრილი. 2016. 22:24



 გამოცემა "ვესტი.აზ"-ი   აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას აფასებს.


„სამხედრო ბიუჯეტი და საბრძოლო მომზადება უდიდეს როლს ითამაშებს სომხეთ-აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების საკითხში,"- განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე.


"უკვე რამდენი წელია საერთაშორისო სამართალი, სამართლიანობა ირღვევა. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ისტორიული მიწაა. ამ მიწაზე აზერბაიჯანელი ხალხი წლებია ცხოვრობდა და მუშაობდა. ყველა ტოპონიმი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია და კულტურაა. არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღი, არამედ ამჟამინდელი სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს უძველესი აზერბაიჯანული მიწებია.

ჩვენ, აზერბაიჯანელები დავბრუნდებით მთიან ყარაბაღში, სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყველა, ისტორიულად აზერბაიჯანულ მიწაზე. ამაში დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მიზნის მისაღწევად კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით", - აღნიშნა აზერბაიჯანის პირველმა პირმა.


"ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვქმნით ძლიერ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავატაროთ დამოუკიდებელი პოლიტიკა, რადგან ეკონომიკური დამოუკიდებლობის, სამხედრო სიძლიერის გარეშე დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება ძალიან ძნელია. ამიტომ ეთმობოდა უდიდესი ყურადღება არმიის გაძლიერებას. საკმარისია იმის თქმა, რომ ჩვენი არმიის ბიუჯეტი ორჯერ აღემატება სომხეთის მთლიან ბიუჯეტს. სამხედრო ბიუჯეტი და საბრძოლო მომზადება უდიდეს როლს ითამაშებს სომხეთ-აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების საკითხში", - განაცხადა ალიევმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner