logo_geo
eng_logo
პუტინისა და მისი მეგობრების ფართომასშტაბიანი გარიგებების შესახებ დოკუმენტები გასაჯაროვდა!
- +

3 აპრილი. 2016. 22:40



„ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის ცნობით,  გასაჯაროვდა დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის პრეზიდნტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი მეგობრების მასშტაბური საეჭვო გარიგებების შესახებ.


საერთაშორისო ჟურნალისტური კონსორციუმის (ICIJ) მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტებში კომერციული ბანკის- „როსიას" შესახებ წერენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკის მეშვეობით კონკრეტული პირები ფულის გათეთრებას და გადასახედებისთვის თავის არიდებას ახერხებდნენ, რაც საერთო ჯამში კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული.


ფირმის დოკუმენტებში ფიგურირებენ 72 ყოფილი და მოქმედი სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები.


„ყველაფერი, რაც ამ დოკუმენტებში დავინახე, მაიძულებს ვთქვა: „სტოპ!", ჩვენ დეტალურად უნდა გამოვიკვლიოთ, რაც აქ ხდება!"- აცხადებს ტომ კიტინგი.

 

დოკუმენტებში მოხსენიებულია ოთხი ოფშორული ფირმა- Sonnette Overseas, International Media Overseas, Sunbarn и Sandalwood Continental.


მილიონობით დოკუმენტების თანახმად, ოთხივე აღნიშნული ფირმა ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, რომლებსაც რუსულ ბანკთან- „როსიასთან“ ჰქონდათ კავშირი. ამ სქემის მეშვეობით კი ვლადიმირ პუტინის მეგობრები და თავად პრეზიდენტი დიდი ოდენობით თანხის გათეთრებასა და გადასახადებისგან თვაის არიდებას ახერხებდნენ.


ჟურნალისტი ტომ კიტინგი ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტების თანახმად, პუტინს პანამაში 2 მილიარდი დოლარი აქვს გადანახული.

 



http://www.bbc.com/russian/news/2016/04/160403_icij_putin_entourage




 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner