logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ელისო კილაძე არის სახელმწიფოს მტერი
- +

5 მაისი. 2017. 18:18



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:


„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ელისო კილაძე პიროვნულად მერჩის მე, ირაკლი ღარიბაშვილს, სოსო გოგაშვილს, მის უწყებას, გიორგი მღებრიშვილს, დეპუტატებსა და სხვებს, ძალიან ცდება! ელისო კილაძე არის სახელმწიფოს მტერი. ხალხო, გაიგეთ, ის დავალებებს იღებს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილისგან და აქ უნდა ლიდერად მოევლინოს გაკოტრებულ, გაბახებულ მიშისტებს! ესაა მისი გეგმა - სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და იმ ადამიანებზე ტალახის მისხმა, ვინც აქტიურად იცავს და გვერდით უდგას ამ ხელისუფლებას, ამიტომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და საბოლოოდ უნდა დავასამაროთ მიშას მონები! ამ ქალს არაფერი კავშირი არა აქვს ჟურნალისტიკასთან და ეთიკა-მორალთან, ჩვეულებრივი, ფულზე დახარბებული, მიხოს ბინძური დავალებების შემსრულებელია! აი, ისინი კი, ვინც მართლა დარბოდა კონვერტებით ამ ბინძურ ქალთან და „მფარველობდა", ყველა უნდა მიჰყვეს მას და ბოლომდე გაიშიფროს! ეს მძიმე, მაგრამ საბოლოო გადამწყვეტი ბრძოლაა! სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!" - წერს ჯღარკავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner