logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: დღეს, მარტო ჩემს ტელეფონზე პარლამენტში დარეკა 20-მდე მოქალაქემ...
- +

5 მაისი. 2017. 18:57


 

„აუცილებლად შედგება საყოველთაო განხილვის ოქმი, სადაც ყველაფერი ნათელი იქნება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის პირველი შეხვედრის შესახებ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების" პირდაპირ ეთერში.


„დღეს, მარტო ჩემს ტელეფონზე პარლამენტში დარეკა 20-მდე მოქალაქემ, რომლებსაც აინტერესებდათ, სად იქნებოდა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა, მე ყველა მათგანი გადმოვამისამართე მესხიშვილის სახელობის თეატრში. თუ ვინმე იტყვის იმას, რომ  საკრებულოს წევრს, პედაგოგს არ შეუძლია დაესწროს განხილვას, ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი, იმიტომ რომ, ჩვენ ყველა ამ საზოგადოების წევრები ვართ. ჩვენ იქ არაერთი კრიტიკული მოსაზრება მოვისმინეთ, იყო ძალიან სერიოზული, სამართლებრივად არგუმენტირებული მოსაზრებები... აუცილებლად შედგება საყოველთაო განხილვის ოქმი, სადაც ყველაფერი ნათელი იქნება", - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner