logo_geo
eng_logo
„ რატი ამაღლობელმა დავით ნარმანიას მიმართა - პეკინის ქუჩას აღუდგეს გადარქმეული სახელი...“
- +

5 მაისი. 2017. 19:18

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„დღეს ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა რატი ამაღლობელმა, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება - რამდენადაც ბევრი თქვენგანი იცნობს მის მრავლისმეტყველ, უაღრესად საინტერესო შემოქმედებას - პირდაპირ მიმართა ქალაქის მერს დავით ნარმანიას - პეკინის ქუჩას აღუდგეს 2006 წელს გადარქმეული სახელი - კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროსპექტი. ნარმანიამ აღნიშნა, რომ ქუჩის სახელის გადარქმევა ქალაქის საკრებულოს პრეროგატივაა. საინტერესოა, რომ ეს ინიციატივა მწერლის დაბადების დღეს ემთხვევა.

შეხსენებისთვის: ქუჩას სახელი გადაერქვა აშკარად პოლიტიკური მოტივით, „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე მაღალი რანგის ფუნქციონერის მხრიდან აშკარა ლობირების შედეგად. სააკაშვილი მათ ნებას დაჰყვა, რადგან მათ ამ ნაბიჯის აუცილებლობა არგუმენტაციისას ეტყობა „რეზონულად" შეფუთეს. ასე დაუბრუნდა ქუჩას ძველი კომუნისტური სახელი, ოღონდ რუსული გამოთქმით: ჩინურად მას ხომ „ბეიჯინგი" ჰქვია და არა „პეკინი", - წერს კონსტანტინე გამსახურდია. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner