logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: არჩევანი გაკეთებულია! დასაშლელი იშლება- ასაშენებელი უნდა აშენდეს!
- +

3 აპრილი. 2016. 23:13



ჟურნალისტი გიორგი უძილაური კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლას აფასებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დადგა დრო, ამომრჩეველმა მკაფიო და გააზრებული არჩევანი გააკეთოს:



„არჩევანი გაკეთებულია, დასაშლელი იშლება, და ასაშენებელი უნდა აშენდესრეფორმის, გარეშე ფაქტორების და კრიტიკისა თუ გეშინია, ვერაფერს ვერ შეცვლი და დარჩები ისევ თავის მოტყუებასა და ფარისევლობაში.

 

კოალიციის სუბიექტთა არჩევნებზე ცალცალკე გასვლა აუცილებელი იყო საქართველოს მომავლისთვის.

 

მთელმა საქართველომ იცის, ვის მიერ, როგორ და რა მიზნით შეიკრა ოპოზიციურ ძალთა კოალიცია. გაერთიანების მიზეზმაც და მიზანმაც გაამართლა, მაგრამ გავიდა 4 წელი და საჭიროა წინსვლა, მათ შორის სვლა პოლიტიკური კულტურის ამაღლებისკენ, რაც თავისთავად ქვეყნის პროგრესიცაა.

 

რატომ არის კოალიციის სუბიექტთა ცალცალკე გასვლა არჩევნებზე პროგრესი? იმიტომ, რომ მაშინ, 2012 წელს კოალიციას ქონდა ერთი ძირითადი მიზანიქვეყნის გათავისუფლება დიქტატორული რეჟიმისგან. დღეს კი ეს მიზანი აღარაა, დღეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას, ვის და რატომ აძლევს ხმას. როგორ უნდა მიიღოს ამომრჩეველმა ამ კითხვებზე პასუხები იმ კოალიციისგან, რომლის წევრებიც ერთმანეთს არ ეთანხმებიან ფუნდამენტურ საკითხებში?

 

გამოდის რომ ამომრჩეველი ხმას მისცემდა იმ გაერთიანებას, რომლის ერთი ნაწილის პოზიციას ის ხმას არ მისცემდა და მივიღებდით ან აბსურდს, ან უბრალოდ არჩევანს კოალიციურ აჯაფსანდალსა და ჯალათებს შორის. პარტიები ითამაშებდნენ პარტიობანას, მაგრამ რეალურად ვერ გამოკვეთდნენ თუ კონკრეტულად მოსახლეობის რა სეგმენტის ინტერესების დაცვას აპირებენ, რაც მათ ბუტაფორიების ფუნქციას უფრო გაუმყარებდა. ახლა კი, კოალიციის სუბიექტთა არჩევნებზე ცალცალკე გასვლა ყველას მოგებულს დატოვებს, რაც ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და აი რატომ:

 

1. ეს არჩევნები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბუტაფორიული პარტიების რაოდენობას

 

2. ძველი ქანცგამძვრალი პოლიტიკური პერსონაჟებით გადაღლილ პოლიტიკაში გამოაჩენს ახალ სახეებს და გადაახალისებს პოლიტიკურ ველს

 

3. მისცემს საშუალებას ამომრჩეველს, ყოველგვარი შიშების და ფაციფუცის გარეშე ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მას ყველაზე მეტად ეიმედება

 

4. აამაღლებს საზოგადოების პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე

 

რა თქმა უნდა ბევრს გაუჩნდება სურვილი, გაექცეს პასუხისმგებლობას არჩევნებზე საერთოდ არ მისვლით... ვის არ უნდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს, მაგრამ ამ სურვილის ასახდენად საჭიროა მოქმედება და პასუხისმგებლობის აღება და არა სახლში დაჯდომა და სეირის ყურება. არ არის ისეთი პარტია, როგორიც შენ გინდა? ადექი და ჩამოაყალიბე! შორიდან მაუწყებლობა ადვილია, ისევე როგორც მშობლის მოწოდებული ფაფიანი კოვზის გალოკვა. მაგრამ მორჩა! აღარაა ძველი დრო, პასუხისმგებლობის აღების დროა.

 

ქართველი ერისთვის დიდი ხანია დასრულდა ინფანტილური მხართეძოობის ხანა, საჭიროა გაზრდა და ჩვენს მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, რამდენადაც მტივნეულად არ უნდა გვეჩვენოს ეს ტვირთი. ამ ქვეყანას ყავს ერთი პატრონი- მისი მოქალაქეები, ჩვენ, ასეთი ჭრელები და განსხვავებულები... სამაგიეროდ, დესერტად, საზოგადოება სულ მალე იგრძნობს ამ ტვირთის ტარების ხეირსდაინახავს, რომ მისმა შრომამ გამოიღო ნაყოფი და ქართული პოლიტიკა უფრო პასუხისმგებელი და გასაგები გახადა."



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner