logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ციანიდის ამოღება იყო კანონიერი!
- +

5 მაისი. 2017. 21:19


ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესტან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურის ყველა მთავარი მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო, დარჩენილია დაცვის მხარის ერთი შუამდგომლობა.


წიკლაური ასევე მამალაძის ადვოკატების იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, სადაც დაცვის მხარე პროკურატურას საპატრიარქოს სახელით მანიპულაციაში ადანაშაულებს.


„თქვენ გახსოვთ ადვოკატთა ხმამაღალი განცხადებები ე. წ. ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით, თითქოს საგამოძიებო მოქმედებისას ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებას. დღეს სასამართლოზე მსგავსი სახით კიდევ ერთხელ დააყენეს შუამდგომლობა, თუმცა, მოსამართლემ დეტალურად მოისმინა მხარეთა არგუმენტები და დაადგინა, რომ ციანიდის ამოღება და დათვალიერება იყო სრულიად კანონიერი. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ციანიდის ამოღება და დათვალიერება იყო სრულიად კანონიერი. საბოლოოდ დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს არანაირ მანიპულაციას არ ჰქონია ადგილი და მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა. პროკურატურის ყველა მთავარი მტკიცებულება მოსამართლემ დასაშვებად ცნო", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner