logo_geo
eng_logo
იაპონია რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობაში 230 მლნ დოლარის ინვესტირებას მოახდენს
- +

5 მაისი. 2017. 23:29



იაპონიის ქალაქ იოკოჰოამაში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ფინანსთა მინისტრ ტარო ასოს (Tarō Asō) შეხვდა.


ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება.


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით, იაპონიის მხარის მიერ ხორციელდება ტექნიკური თანამშრომლობის დახმარების პროგრამები, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა.


სააგენტოს მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის - ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაცია „The East-West Highway Improvement Project''.


პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო, ამ პროექტისთვის JICA-ს მიერ გამოყოფილმა სესხმა, დაახლოებით, 190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. JICA ასევე განახორციელებს 230 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებას რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში.


აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 50-ე საიუბილეო ფორუმი იოკოჰამაში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner