ავტორი სალომე უერთაშვილი
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" დიდგორის დღის უქმედ გამოცხადების შესახებ ისაუბრა. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, ახლა უკვე პრინციპის საკითხია და, ამიტომ, 12 აგვისტო უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.
„თურქეთის საელჩოს თხოვნა ცოტა პოლიტიკური ტაქტის თემაა და ამაზე იყო რეაქცია. ამ საკითხზე მაგალითი მომყავს ხოლმე, ესაა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვება, დიდი ზეიმით აღნიშნავს არა მარტო რუსეთი, არამედ დასავლეთიც, უბრალოდ თარიღია სხვა. ალბათ ის უხერხულობა, რაც თურქეთმა ამ პრეცედენტით შექმნა, არ იყო საჭირო. საქართველოს ძალიან ცუდ დღეში აგდებს. თუკი დათმობაზე წავა, უხერხულია, თუ არ წავა დათმობაზე, ესეც უხერხულია.
საერთოდ, ამდენი დღესასწაულის პატრონ ქვეყანას, მე მგონი, არ ესაჭიროება დიდგორის დღის უქმედ გამოცხადება, მაგრამ ახლა უკვე ისეთ ჩიხშია ეს საკითხი შესული, რომ თავმოყვარე ქვეყანამ დიდგორის დღე უქმედ უნდა გამოაცხადოს", - ამბობს საყვარელიძე.