logo_geo
eng_logo
კახა შარტავა: „ეროვნული ფორუმი“ ნელ-ნელა ოპონირების რეჟიმში გადავა!
- +

3 აპრილი. 2016. 23:26



„როცა არჩევნებში დამოუკიდებლად გეგმავ მონაწილეობას, ამას სერიოზული მომზადება სჭირდება", - ასე ხსნის პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახა შარტავა კოალიციის შემადგენლობის დატოვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.


როგორც შარტავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ეროვნული ფორუმი" ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ოპონირების რეჟიმში გადავა.


"საპარლამენტო მუშაობაში, სადაც "ეროვნული ფორუმი" თავის საქმეს აკეთებდა, მაინც და მაინც პოლიტიკურ საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა და თავის შეხსენებას, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას დრო სჭირდება. ჩვენ ვცადეთ მომზადების პროცესი რაც შეიძლება დიდხანს "გაგვეჭიმა", რომ კოალიციაში რაც შეიძლება ნაკლები რყევები ყოფილიყო და ჩვენი კოლეგებიც წინასწარ ყოფილიყვნენ საქმის კურსში", - აღნიშნა შარტავამ.


"ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ხვალ პარტიაში გაიმართება სპეციალური ბრიფინგი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის საკითხზე განცხადება გაკეთდება. არსებული ინფორმაციით, ფორუმი საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის და საპარლამენტო პოსტების დატოვების გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner