logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, სომხეთს არ სჯერა!
- +

3 აპრილი. 2016. 23:38



„აზერბაიჯანმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, სომხეთს არ სჯერა!"- ამ სათაურით აქვეყნებს „ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახური სამხრეთ ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს.


წყაროს ინფორმაციით, ოფიციალურმა აზრებაიჯანმა განაცხადა, რომ იგი ყარაბაღში ცალმხრივად ცეცხლს წყვეტს. ასევე დასტურდება, რომ საბრძოლო მოქმედებებს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, ისინი ყარაბაღში ცეცხლს ცალმხრივად წყვეტენ, თუმცა, თუ სომხეთის მხარე ინიციატვას მხარს არ დაუჭერს, აზრებაიჯანი კვლავ გახსნის ცეცხლს.


სომხეთის თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით კი აზერბაიჯანს ყარაბაღში ცეცხლი არ შეუწყვეტია და აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner