logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ბევრად საინტრესო, ვიდრე ჩვენი ფარული კადრები...
- +

3 აპრილი. 2016. 23:54



სალომე ზურაბიშვილი ახლახანს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი მეგობრების ფარული გარიგებების შესახებ გავრცელებულ დოკუმენტებს ახმაურება და აღნიშნავს, რომ საკითხი მართლაც დიდ დაინტერესებას იწვევს.



ბევრად საინტრესო ვიდრე ჩვენი ფარული კადრები... 11 მილიონი ერთეული დოკუმენტი გავრცელდა საერთაშორისო მედიაში სადაც მოყვანილია დეტალური ინფორმაცია ფარული ოფშორული ანგარიშებისა და ფულის გათეთრების მრავალრიცხოვან ქსელების შესახებ....

სხვადასხვაქვეყნის მმართველი წრეები, ლიდერები, ბიზნესსანყარო , სპორტსმენები... არიან დაფიქირებულნი...  არა მგონია პირად ცხოვრებად იყოს ეს აღქმული ან გადაფარული!"- აღნიშNავს ზურაბიშვილი.



„ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის ცნობით,  გასაჯაროვდა დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი მეგობრების მასშტაბური საეჭვო გარიგებების შესახებ.



საერთაშორისო ჟურნალისტური კონსორციუმის (ICIJ) მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტებში კომერციული ბანკის- „როსიას" შესახებ წერენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკის მეშვეობით კონკრეტული პირები ფულის გათეთრებას და გადასახედებისთვის თავის არიდებას ახერხებდნენ, რაც საერთო ჯამში კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული.


ფირმის დოკუმენტებში ფიგურირებენ 72 ყოფილი და მოქმედი სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები.



ყველაფერი, რაც ამ დოკუმენტებში დავინახე, მაიძულებს ვთქვა: „სტოპ!", ჩვენ დეტალურად უნდა გამოვიკვლიოთ, რაც აქ ხდება!"- აცხადებს ტომ კიტინგი.



დოკუმენტებში მოხსენიებულია ოთხი ოფშორული ფირმა- Sonnette Overseas, International Media Overseas, Sunbarn и Sandalwood Continental.


მილიონობით დოკუმენტების თანახმად, ოთხივე აღნიშნული ფირმა ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, რომლებსაც რუსულ ბანკთან- „როსიასთან" ჰქონდათ კავშირი. ამ სქემის მეშვეობით კი ვლადიმირ პუტინის მეგობრები და თავად პრეზიდენტი დიდი ოდენობით თანხის გათეთრებასა და გადასახადებისგან თვაის არიდებას ახერხებდნენ.



ჟურნალისტი ტომ კიტინგი ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტების თანახმად, პუტინს პანამაში 2 მილიარდი დოლარი აქვს გადანახული.


 

http://www.bbc.com/russian/news/2016/04/160403_icij_putin_entourage



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner