logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
- +

6 მაისი. 2017. 14:49



საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმაურება.

 

ეს აქტი ახდენს იმ შესაძლო განვითარების პრევენციას, რომელიც უკავშირდება სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპაციის მხარდაჭერას და ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა.


2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.


კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია" რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.


ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner