სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ილორის წმინდა გიორგის მშენებარე ეკლესია დაათვალიერა.
უწმინდესმა მთელ საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„წმინდა გიორგი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი. წმინდა გიორგი არის სწრაფად შემწე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამთლიანდება. მე მქონდა ბედნიერება, 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და სიყვარული, სასოება სუფევდა ჩვენს შორის. ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს და ყველაფერი დადგეს თავის ადგილზე. წმინდა გიორგი ეწამა ქრისტესთვის და ჩვენ ვეწამებით ასევე ქრისტესთვის, მაგრამ წამებას მოსდევს სიხარული, ბედნიერება, ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა", - ბრძანა უწმინდესმა.