logo_geo
eng_logo
ჰანოვერიდან 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდება
- +

6 მაისი. 2017. 17:20



მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 5 ბომბის გაუვნებელყოფის გამო, გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან ხვალ 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება.


ხელისუფლების ვარაუდით, დღის ბოლოსათვის მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნება უკვე შეეძლება.


მოსახლეობის ევაკუაცია დილის 09:00 საათისათვის იგეგმება. გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს, თან აუცილებელი წამლები და საჭირო ნივთები იქონიონ.


ქალაქის მთავრობამ ევაკუირებული მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ღინისძიებები დაგეგმა, მათ შორის მუზეუმების მონახულება, სპორტული შეჯიბრებები, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის ჰანოვერში რამდენიმე ათასი ულუფა სუპი მომზადდება.


ფართომასშტაბიანი ევაკუაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გაუვნებელყოფასთან იყო დაკავშირებული, გასულ წელს აუგსბურგში განხორციელდა. მაშინ ხელისუფლებამ სახიფათო ზონიდან 54 ათასი ადამიანი გაიყვანა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner