logo_geo
eng_logo
12 სახის ინფორმაცია, რომლებიც უნდა წაშალოთ თქვენი FACEBOOK-დან
- +

6 მაისი. 2017. 17:44


 

 

Facebook-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მომხმარებლების კონფიდენციალობის დაცვა მათთვის უპირველესია, თუმცა არსებობს გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც გვერდზე განთავსების შემდეგ ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, დაბადების დღის თარიღი, ადგილი, სადაც სკოლაში დადიოდით და ა.შ.


ჰაკერები ამბობენ, რომ ყველაზე ადვილად იმ ინფორმაციას იყენებენ, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით აწვდიან აპლიკაციის შემქმნელებს. მაგალითად, „როგორი ხასიათი გაქვს", „ჰოლივუდის რომელ ვარსკვლავს გავხარ", „იპოვე ორეული" და ა.შ. მსგავსი ტიპის აპლიკაციები შეიცავენ უწყინარ დეტალებს, რომლის მეშვეობით ჰაკერები იღებენ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული გქონდეთ პაროლში, ან მისი აღდგენისთვის მითითებული.


გთავაზობთ 12 ტიპის ინფორმაციას, რომელიც უნდა წაშალოთ თქვენი პროფილიდან თქვენივე პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის.


1. დაბადების თარიღი. თქვენს სახელსა და გვართან ერთად უკვე არის მნიშვნელოვანი მონაცემი საბანკო ანგარიშებსა და პირად ინფორმაციასთან წვდომისთვის.


2. არ მიუთითოთ ღიად ტელეფონის ნომერი.


3. წაშალეთ ე.წ. უცნობი „მეგობრების" დიდი ნაწილი.


4. არ განათავსოთ ბავშვების ფოტოები პროფილზე, რათა არ დაირღვეს მათი უფლებები. თქვენ არ იცით, უნდათ თუ არა ბავშვებს იხილონ საკუთარი თავი სოციალურ ქსელში წლების შემდეგ.


5. წაშალეთ ბავშვების სკოლის ფოტოები.


ბოლო კვლევების თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახშირებულია სექსუალური ძალადობის შემთხვევები, მათ შორის მოზარდებზე. ამიტომ, უსაფრთხოების დაცვისთვის, ნუ გაამჟღავნებთ შვილის ან მოზარდის შესახებ ინფორმაციას, თუ სად არის, როდის და რატომ.


6. ადგილმდებარეობის განსაზღვრა  - ანდროიდებისა და აიფონების მომსახურება ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ აუცილებლად გამორთეთ.


მობილურების ეს ფუნქცია იძლევა ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, თქვენს შესახებ ინფორმაციას აწვდის გარეშე პირებს.


7. სამსახურის შესახებ ინფორმაცია.


8. შეიკავეთ თავი თაგისა და ჩექინისგან - პირადი ინფორმაციის დაცულობისთვის. თქვენ გასცემთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იმყოფებით, რა მისამართზე და ვისთან ერთად.


9. ინფორმაცია თქვენი შვებულების შესახებ.


10. ინფორმაცია თქვენი ურთიერთობების შესახებ.


11. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საკრედიტო ბარათის მონაცემები.


12. ფოტო, რომელიც პასპორტშია გამოყენებული.



წყარო: ajaratv.ge

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner