ემზარ კვიციანი ყარაბაღში განახლებულ ომთან დაკავშირებით, ახალი ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს:
„ყარაბაღში განახლებულ ომთან დაკავშირებით.
მეგობრებო გამოვდივარ ინიციატივით, ჩვენ როდესაც გადაგვკიდეს ერთმანეთს, ქართველები და აფხაზები, სომხებმა ნეიტრალური არ დაიჭირეს და გვიღალატეს აფხაზეთში, მაშინ როცა ყველაზე ძაან გვიჭირდა. შექმნეს ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი და უამრავი საძაგლობა ჩაიდინეს, ქართველთა წინააღმდეგ.
ხომ არ გვეფიქრა, ჩვენც შევქმნათ მაგალითად სტალინის სახელობის მოხალისეთა ბრიგადა, რომელშიც იქნება გაერთიანებული ქართველები და საქართველოში მცხოვრები აზეირბაიჯანელები?!
მაინტერესებს თვითოეული მეგობრის და არა მეგობრის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. მაინტერესებს რას ფიქრობთ ვეტერანები, ყოფილი ოფიცრები, მოქმედი ოფიცრები, მაინტერესებს ხელისუფლების აზრი და თვითოეული ოპოზიციონერის აზრიც. მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ საკითხზე ქართველი სომხები, ქართველი აზეირბაიჯანელები და საერთოდ, ყველას აზრი საინტერესოა ვისაც ქვია საქართველოს მოქალაქე.
არ დაიზაროთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ეს საინტერესოცაა და სასარგებლოც. სპეც სამსახურებო თქვენ ვისკენ ხართ ამ შემთხვევაში საქართველოსკენ თუ..."