ნორვეგიელმა არქიტექტორებმა ქალაქ ტრონჰეიმიდან 44 კილომეტრში მიმდინარე გათხრების დროს 3000 წლის წინანდელი ბრინჯაოს ცულები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს.
ინფორმაცია ნორვეგიის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაწოდეს და ამის შემდეგ დაიწყო გათხრები. მთლიანობაში 30 არტეფაქტი იქნა ნაპოვნი ბრინჯაოსხანიდან. არქეოლოგების თქმით, აქამდე არასდროს უნახავთ ნორვეგიაში ერთ ადგილზე ამ რაოდენობის ცული. ამ დრომდე უცნობია, რატომ იყო ჩამარყული ასეთი რაოდენობის იარაღი. ეჭვობენ, რომ იმ ადგილას იყო საწყობი, ან ღმერთებისთვის შესაწირი ადგილი.