დღეიდან სირიაში უსაფრთხოების ზონებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალაში შევიდა.
ასტანაში ირანის, რუსეთისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, სირიაში დე-ესკალაციის 4 ზონა შეიქმნა, სადაც 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენება და სამხედრო ავიაციის გადაადგილება იკრძალება.
ცეცხლის შეწყვეტის გარანტორი ქვეყნები არიან რუსეთი, თურქეთი და ირანი.
სირიაში უსაფრთხოების 4 ზონის შექმნის შესახებ შესაბამის მემორანდუმს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ირანმა, თურქეთმა და რუსეთმა ხელი 4 მაისს მოაწერეს.