logo_geo
eng_logo
სირიაში უსაფრთხოების ზონებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალაში შევიდა
- +

6 მაისი. 2017. 21:03



დღეიდან სირიაში უსაფრთხოების ზონებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალაში შევიდა.


ასტანაში ირანის, რუსეთისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, სირიაში დე-ესკალაციის 4 ზონა შეიქმნა, სადაც 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენება და სამხედრო ავიაციის გადაადგილება იკრძალება.


ცეცხლის შეწყვეტის გარანტორი ქვეყნები არიან რუსეთი, თურქეთი და ირანი.


სირიაში უსაფრთხოების 4 ზონის შექმნის შესახებ შესაბამის მემორანდუმს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ირანმა, თურქეთმა და რუსეთმა ხელი 4 მაისს მოაწერეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner