ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-მ ოფიციალურად უნდა მოიხადოს ბოდიში და დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ლიდერზე კიმ ჩენ ინზე თავდასხმას გეგმავდნენ.
მანამდე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი ოპერაციის წარუმატებლობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, ამ ორი ქვეყნის დაზვერვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე ბიოქიმიურ თავდასხმას გეგმავდა.
ბრალდებაზე თეთრ სახლსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს კონემტარი არ გაუკეთებიათ.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიტდენტების შემდეგ დაიძაბა. თეთრის სახლის ახალმა მეთაურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უფრო მწვავე რეაგირებას მოახდენს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე, ვიდრე ამას მისი წინამორბედი ბარაკ ობამა აკეთებდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო პერიოდში ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული შეიარაღების ინტენსიური ცდების გამო.