logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: „ახალი საქართველო“ ინტრიგნულ, პროვოკაციულ მიდგომებს გვთავაზობს...
- +

6 მაისი. 2017. 22:26



თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორთან" ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარ ხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ასეთი განცხადებები მრავლად იქნება.


„ახალი საქართველო" რაღაც ახალ ინტრიგნულ, პროვოკაციულ მიდგომებს გვთავაზობს.

 

ეს გახლავთ წლების წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ტერიტორია. ამ საკითხზე მერიის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ეს ტერიტორია ერთ-ერთ კერძო კომპანიას ეკუთვნის. რაც შეეხება იმას, რომ მერიის მხრიდან არ ხდება რეაგირება, ეს არის აბსურდი და ტყუილი. დავით ნარმანიას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ გამწვანებაა, რომელსაც მოწმობს ის 650 000-ზე მეტი დარგული ხე.

 

ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება და მსგავს განცხადებას ჩვენ ბევრს ვნახავთ. შეიძლება, 80-იანი წლების სტიქიური უბედურებაც კი ხელისუფლებას დააბრალონ. ეს არის მათი მეთოდი, რამდენად შეძლებენ საზოგადოებაში დუღილის ტემპერატურის აწევას", - ამბობს ქადაგიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner