logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: თუკი ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ, მაშინ...
- +

7 მაისი. 2017. 03:03



თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორთან" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი პრეზიდენტის არჩევის წესზე გააკეთა. როგორც ქადაგიძე აცხადებს, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.


„ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი და წინგადადგმული ნაბიჯია, ამაზე თვეების განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, ბევრი ჯგუფი მუშაობდა.

 

თუკი ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ, მაშინ იმ ჩარჩოში უნდა მოვექცეთ, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკა მოითხოვს.

 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რომ ჩვენ ვვითარდებით ამ კუთხით. ჩვენ თუ გვინდა, რომ რიგი პოლიტიკოსების პოპულისტური გამოსვლების გამო საზოგადოებას განვითარების საშუალება არ მივცეთ, მაშინ მოდით, ამაზე შევთანხმდეთ, მაგრამ, გასათვალისწინებელია ერთი რამ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა სწორედ „ქართულ ოცნებას" მიანიჭა ის უფლებამოსილება, რასაც ახლა მმართველი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში ახორციელებს", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner