რუსული მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 18-ჯერ დაირღვა.
მათი ცნობით, დამასკოში ზავი 10-ჯერ დაირღვა, ლატაკიაში და დერაში 3-3-ჯერ, ხოლო ჰამაში 2-ჯერ.
სირიაში უსაფრთხოების ზონებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად ძალაში 6 მაისიდან შევიდა.
სირიაში უსაფრთხოების 4 ზონის შექმნის შესახებ შესაბამის მემორანდუმს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ირანმა, თურქეთმა და რუსეთმა ხელი 4 მაისს მოაწერეს.