დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი უპირისპირდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის კორეზის დეპარტამენტის ქალაქ ტულში მდებარე საარჩევნო უბანს ეწვია. 2001-2008 წლებში ფრანსუა ოლანდი ქალაქ ტულის მერი იყო.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც თავისი ნებით უარი თქვა მეორე ვადით საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე.
საფრანგეთში 66 546 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.