logo_geo
eng_logo
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ
- +

7 მაისი. 2017. 14:12



სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები თავს დაესხნენ ერაყის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ.


არსებული ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სამხედრო ბაზის შესასვლელთან აამოქმედა. კიდევ სამი ტერორისტი ქურთების დაჯგუფება „პეშმერგამ" გაანადგურა.


თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner