სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები თავს დაესხნენ ერაყის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სამხედრო ბაზის შესასვლელთან აამოქმედა. კიდევ სამი ტერორისტი ქურთების დაჯგუფება „პეშმერგამ" გაანადგურა.
თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.