logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა საკუთარი არჩევანი გააკეთა
- +

7 მაისი. 2017. 14:14



საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა. ემანუელ მაკრონი ქალაქ ტუკეში მდებარე საარჩევნო უბანს ეწვია.


მაკრონი პირველად მონაწილეობს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ის 2014-2016 წლებში ფრანსუა ოლანდის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი იყო. შემდგომში მან დატოვა მმართველი პარტია და 2016 წლის 6 აპრილს საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა.


23 აპრილს გამართული საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა.


დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.


66 546 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner