საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა საკუთარი არჩევანი ქალაქ ენენ-ბომონში მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
23 აპრილს გამართულ პირველი ტურშიმარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.
66 546 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.