გამოცემა Rheinische Post-ის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 5 ბომბის აფეთქება გახდა საჭირო. ამისათვის 50 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბომბების აფეთქების ოპერაცია დღის მეორე ნახევარში დაიწყება და შესაძლოა საღამომდე გაგრძელდეს.
„ჰანოვერში ეს ყველაზე დიდი ოპერაციაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.