logo_geo
eng_logo
გერმანიის ქალაქ ჰანოვერში 50 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
- +

7 მაისი. 2017. 14:51


 

გამოცემა Rheinische Post-ის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 5 ბომბის აფეთქება გახდა საჭირო. ამისათვის 50 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბომბების აფეთქების ოპერაცია დღის მეორე ნახევარში დაიწყება და შესაძლოა საღამომდე გაგრძელდეს.

 

„ჰანოვერში ეს ყველაზე დიდი ოპერაციაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner