„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პარიზში განგაშია გამოცხადებული. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტოსბის კანდიდატის ემანუელ მაკრონის შტაბში, უსაფრთხოების სამსახურმა ევაკუაცია გამოაცხადა და იქ მყოფ ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
„ეს წუთია ცნობილი ხდება რომ, პარიზში განგაშია გამოცხადებული. ემანუელ მაკრონის შტაბში, სადაც კურიერის გადამღები ჯგუფიც იმყოფება, უსაფრთხოების სამსახურმა ევაკუაცია გამოაცხადა და ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. რატომ გახდა ჟურნალისტებისთვის პრესცენტრის სასწრაფოდ დატოვება აუცილებელი და რა სახის საფრთხე არსებობს შენობაში, უცნობია", - იუწყება „რუსთავი 2".
შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.