უცხოური მედიის ინფორმაციით, სირიაში ტერორისტებმა სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს, რომელიც დამასკოდან სუვეიდში მიემართებოდა.
ტრანსპორტში ტერორისტებმა 5 ბომბი მოქმედებაში დისტანციურად მოიყვანეს. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია.
ამ დროისთვის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.