logo_geo
eng_logo
სირიაში ტერორისტებმა სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს
- +

7 მაისი. 2017. 15:31



უცხოური მედიის ინფორმაციით, სირიაში ტერორისტებმა სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს, რომელიც დამასკოდან სუვეიდში მიემართებოდა.


ტრანსპორტში ტერორისტებმა 5 ბომბი მოქმედებაში დისტანციურად მოიყვანეს. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია.


ამ დროისთვის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner