ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მქონე სამი პირი დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, დაკავების მიზეზი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია.
ერთ-ერთი დაკავებული კიმ ჰეკ იონია, რომელიც ფხენიანის მეცნიერებათა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ლექტორია. ეს უნივერსიტეტი ჩრდილო და სამხრეთ კორეის, ასევე აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა დონაციით შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ასწავლიან. ერთ-ერთი ლექტორი სწორედ ამერიკის მოქალაქეობის მქონე, სამხრეთკორეელი კიმ ჰეკ იონია, რომელიც ამავდროულად, სამხრეთ კორეის ფასიანი გზების კორპორაციის (ერთ-ერთი საჯარო უწყება სამხრეთ კორეაში) ხელმძღვანელია.
ფხენიანის საგამოძიებო უწყების ცნობით, კიმ ჰეკ იონთან დაკავშირებით დეტალური გამოძიება ჩატარდა, შედეგად კი მისი ბრალეულობა გამოიკვეთა, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს გულისხმობს.
შეერთებულ შტატებს არაერთხელ დაუდანაშაულებია ჩრდილოეთ კორეა, ვაჭრობის მიზნით, ამერიკის მოქალაქეთა გატაცებაში.