logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი აუცილებლად გაგრძელდება!
- +

4 აპრილი. 2016. 01:45



დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ირწმუნება, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.


მისი განმარტებით, თავდაპირველად, მერიაში ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი დასკვნას დადებს, რის შემდეგაც პროექტის საჯარო განხილვები დაიწყება.


"გენერალური გეგმის ჯგუფი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, მალე დაასრულებს თავიანთი დასკვნების მომზადებას. პროექტი გრძელდება და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. კონკრეტული დეტალები დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი", - აღნიშნა ნარმანიამ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ მერიას შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით სამი ვარიანტი წარუდგინა.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner