სერბეთში ევროპის ჩემპიონატის მორიგი საჭიდაო დღე გაიმართა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ რადიკ კულიეს შეხვდება. ფინალური ბლოკი 21:00 საათიდან დაიწყება.
რაც შეეხება სხვა მოჭიდავეებს, გოგა აფრიამაშვილმა პირველივე შეხვედრაში შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან ანგარიშით 1:2 წააგო, გელა ბოლქვაძემ მერვედფინალი უნგრელ ტამას ლორინცთან 1:2 წააგო და მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. რობერტ კობლიაშვილმა კი პირველი შეხვედრა სომეხ მაქსიმ მანუკიანთ 1:2 დათმო.
შეგახსენებთ, რომ პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კგ-ში პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი გახდა, 130-ში კი - ლევან არაბული.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.