logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: დაკავებული ვართ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის მომზადებით
- +

7 მაისი. 2017. 18:30



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტრების შეხვედრის მომზადებით არის დაკავებული.

 

„შეხვედრა გვჭირდება ჩვენ და ამერიკელებს, როგორც მე ვხვდები, არა იმისთვის, რომ ვინმეზე გარეგნული ეფექტი მოვახდინოთ, რათა თქვან: „აი, სენსაცია, დიდხანს საუბრობდნენ და როგორც იქნა შედგა", - განაცხადა ლავროვმა.


ლავროვის განცხადებით, რუსეთი და აშშ დარწმუნებულები არიან, როდესაც ლიდერები ხვდებიან, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და მოუსმინონ, თუ ვინ რას ფიქრობს ერთმანეთთან ურთიერთობაზე და საერთაშორისო პრობლემებზე.


„რუსეთი და აშშ იმდენად ძლიერ გავლენას ახდენენ საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, რომ ასეთი შეხვედრისგან, რა თქმა უნდა, დაელოდებიან კონკრეტულ შედეგებს. იმისთვის, რომ ეს ასე იყოს, საჭიროა მისი კარგად მომზადება. ჩვენ ახლა ამით ვართ დაკავებული", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner