ბელგიური მედიის ინფორმაციით, სოციალურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენს უსწრებს. მაკრონი საფრანგეთის საზღვრებს გარეთ არსებულ დეპარტამენტებში ლიდერობს, სადაც არჩევნები უკვე დასრულდა. კერძოდ, კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკზე მან ამომრჩევლების ხმების 77,5% მიიღო, გვადალუპეში(ვესტ-ინდოეთი) მაკრონს ხმა ამომრჩეველთა 75%-მა მისცა, ხოლო ფრანგულ გვინეაში კი 65%-მა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.