logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: მეამაყება რომ ამ ადამიანების გვერდით ვიდექი!
- +

7 მაისი. 2017. 21:09


 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საერო ცხოვრებაში ხომ, მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ იყვნენ უანგაროდ ქვეყნის სამსახურში, ასე აღმოჩნდა სასულიერო წრეშიც! მეუფე ქრისტეფორე წამალაიძე და მეუფე ამბროსი ქათამაძე მართლაც რჩეული სასულიერო მოღვაწენი, რომელთაც ღვთისმსახურება, სწორედ საქართველოს თავისუფლებისა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეუთავსეს, როგორც განუყოფელი საქმე და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებად იქცნენ! მათ ზუსტად ჰქონდათ გათვითცნობიერებული თავიანთი ქმედება ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად, რა ნაბიჯებს დგამდნენ და რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ყოველივე ამას, წმინდა მეუფე ამბროსი ხელაიას მსგავსად სამშობლოდან გაძევება, დაპატიმრება და გადასახლება თუ წმინდა კირიონ (საძგლიშვილის) მსგავსად ტყვიის დახლა? აკი არ აცდათ კიდეც დევნა, თავდასხმები და იარაღმომარჯვებული სამშობლოს მკვლელების წინაშე დგომა! მზაკვარი და ცბიერი მტერი კი მარტყოფის და წიწამურის დარად ახალ სასიკდვილო ეშაფოტს უმზადება ერისკაცებს ბორითსა და ჯიხაშკარში...

 

მე ძალიან ბედნიერი ვარ და მეამაყება რომ ამ ადამიანების გვერდით ვიდექი! პირადად ვიცნობდი მეუფე ამბროსის! პირადად ვიცნობ მეუფე ქრისტეფორეს! ვამაყობ რომ ამ დიდი ეპოქის ძალიან პატარა ნაწილი მეც ვიყავი!

 

ფოტოზე მეუფეების გარდა ასევე მოსჩანს, სვანურ ქუდში ეროვნული მოძრაობის კოლორიტი პიროვნება, რომელიც ხშირად ჩოხით და ვერცხლის ქამარ-ხანჯლით დადიოდა მიტინგებზე, მიხეილ დიდებულიძე, მართლაც დიდებული ადამიანი!" - წერს შონია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner