„გომბორის უღელტეხილზე, სავარუდოდ, გვირაბის მშენებლობა მოხდება" , -ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, კახეთის ტურისტული განვითარების სპეციალურ კონცეფციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. განიხილება რამდენიმე საკითხი, მათ შორის რეგიონში ჩქაროსნული რკინიგზისა და აეროპორტის განვითარება. როგორც ტელეკომპანია „იმედს" ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, გომბორის უღელტეხილზე, სავარუდოდ, გვირაბის მშენებლობა მოხდება. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და დაზუსტებული ინფორმაცია რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში მოხდება საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, გეოლოგიური დამუშავება და მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. კახეთი ცალკე ტურისტულ მიმართულებად უნდა ჩამოყალიბდეს, თუმცა ამისთვის მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ.
იგეგმება კახეთში ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობაც, რაც ტურისტების დასაინტერესებლად აუცილებელია. ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ადგილების შემდგომი კეთილმოწყობა, რომ მათ ადგილზე მისულებს ინფრასტუქტურასთან ერთად უკეთესი გარემო დახვდეთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.