პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. როგორც მედია იუწყება, მან ამომრჩეველთა ხმების 65,9% მიიღო. „ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა კი 34,1%.
საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს ჩატარდა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 11 დარეგისტრირებული კანდიდატი მონაწილეობდა.