„ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონს ტელეფონით გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, ის ივნისში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნების ბრძოლას გაუძღვება.
„ფრანგებმა აირჩიეს ახალი პრეზიდენტი და მათ არჩევანი პოლიტიკის უწყვეტობაზე შეაჩერეს. მე საპარლამენტო არჩევნების ბრძოლის სათავეში დავდგები, ვინაიდან ჩვენ გვაწუხებს ამ ახალი ხუთწლიანი პერიოდის პერსპექტივები. „ეროვნული ფრონტი" უნდა განახლდეს, რათა ისტორიული მომენტის სიმაღლეზე ვიყოთ. მე გთავაზობთ ჩვენი მოძრაობის ტრანსფორმირების დაწყებას. ყველა პატრიოტს მოვუწოდებ ამისკენ", - განაცხადა ლე პენმა.