საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და დასძინა, რომ ის ევროპის დამცველი იქნება.
„მე თქვენს წინაშე ვალდებულებებს ვიღებ. მე დავიცავ ევროპას, ეს ჩვენი ცივილიზაციაა. მე გავაძლიერებ ევროპასა და მის მოქალაქეებს შორის კავშირებს. მე მსოფლიოს ერებს მივმართავ და მათ საფრანგეთის ძმურ მისალმებას ვუგზავნი.
ამ საღამოს მინდა ასევე მივესალმო ჩემს მოწინააღმდგეს. ვიცი, რომ ჩვენს ერში დაყოფამ ზოგიერთები მიიყვანა იქამდე, რომ ხმა ულტრამემარჯვენეებს მისცეს. მე ვიცი ის ეჭვები, აღშფოთება, რაც ზოგიერთმა გამოხატა. ჩემი ვალდებულებაა თქვენ მოგისმინოთ და ვებრძოლო უთანასწორობის ყველა ფორმას, რათა უზრუნველვყო თქვენი უსაფრთხოება და ჩვენი ერის ერთიანობა", - აღნიშნა მაკრონმა.