საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ამომრჩევლებს მიმართა და დასძინა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მისი ვალდებულება იქნება გააერთიანოს ყველა - ქალი და კაცი, რომლებიც მზად არიან დაუპირისპირდნენ იმ დიდ გამოწვევებს, რომლებიც მათ ელით.
„გულის სიღრმიდან მადლობას გიხდით, მე თქვენ არ დაგივიწყებთ! დღეს მე ყველას მივმართავ, სრულიად ფრანგ ხალხს. დღეს საღამოს ახალი გვერდი გადაიშალა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დაე, ეს იყოს იმედისა და ნდობის გვერდი.
გვიყვარდეს საფრანგეთი. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თავმდაბლად, მტკიცედ და ერთგულად ვემსახურები საფრანგეთს თქვენი სახელით. გაუმარჯოს რესპუბლიკას! გაუმარჯოს საფრანგეთს!" - დასძინა ემანულე მაკრონმა.