ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი ახლო მოკავშირეა და ჩვენ სიამოვნებით ვიმუშავებთ ახალ პრეზიდენტთან რიგ საერთო პრიორიტეტებზე. მთელი გულით ვულოცავ ემანუელ მაკრონს გამარჯვებას", - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კომუნიკეში.