ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკება პარიზის მენილმონტანის უბანში მოხდა, სადაც მანიფესტანტები ფაშისტებისა და კაპიტალისტების წინააღმდეგ ლოზუნგებს ყვიროდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.